06:33 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2244)
125 0 0

გამოჯანმრთელდა 994 ადამიანი, გარდაიცვალა – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 333 პაციენტია.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში შვიდით გაიზარდა და 1213-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 994 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 333 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2244)

მთავარი თემები