კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

© AFP 2024 / MARK FELIXტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1206 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 987 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 17 ადამიანი.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1213 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 994, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 17 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 333 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

ყველა ახალი ამბავი
0