საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ბეირუთში აფეთქების საქართველოსთან დაკავშირება უსაფუძვლოა

© photo: Sputnikრიყის პარკი
რიყის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ   საშიში ქიმიური ნივთიერება, რომელიც ბეირუთის პორტში სამშაბათს საღამოს აფეთქდა,   2014 წელს კონფისკაციას დაექვემდებარა.

თბილისი, 5 აგვ ისტო  — Sputnik.  საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, 2013 წელს ბათუმიდან ხომალდმა მოზამბიკში მართლაც გადაჰქონდა ამონიუმის ნიტრატი, თუმცა, ბეირუთში მომხდარი აფეთქების ქართულ მხარესთან დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა საფუძველს მოკლებულია, იუწყება РИА Новости.

მძლავრი აფეთქება ბეირუთში სამშაბათს, საღამოს მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების მიზეზი პორტში ექვსი წლის განმავლობაში 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის არასათანადო პირობებში შენახვა გახდა. აფეთქების შედეგად დაზიანებულია ქალაქის შენობების ნაწილი, საავადმყოფოები დაშავებულებითაა გადავსებული.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ   საშიში ქიმიური ნივთიერება, რომელიც ბეირუთის პორტში სამშაბათს საღამოს აფეთქდა,   2014 წელს კონფისკაციას დაექვემდებარა. ამონიუმის ნიტრატით დატვირთული მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემი RHOSUS, ბათუმის პორტიდან 2013 წელს გავიდა. 

აფეთქება ბეირუთში - Sputnik საქართველო
ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 113–ს მიაღწია

 „აფეთქების საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამონიუმის ნიტრატი წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად დიდი მოცულობებით გადის საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა, ტვირთის გადაზიდვა, დამუშავება და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოს. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში, რომელიც მიიღო РИА Новости–მ.

სააგენტოში აღნიშნეს, რომ ბეირუთის პორტში აფეთქების მიზეზად ოფიციალურმა პირებმა დიდი რაოდენობით ამონიუმის ნიტრატის შენახვის წესების დარღვევა დაასახელეს.

 „აღნიშნული ნივთიერება ბეირუთის პორტში მოხვდა შემდეგი გზით: 2013 წლის სექტემბერში ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის მიერ დაკავებული იქნა მოლდოვას დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი Rhosus.  აღნიშნული გემი ახორციელებდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა)“, – აღნიშნეს სააგენტოში.

ბოლო ცნობებით, ბეირუთის პორტში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად 135 ადამიანზე მეტი დაიღუპა და დაახლოებით ოთხი ათასი დაშავდა. ბევრი ადამიანი ამ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ტრაგედიასთან დაკავშირებით ლიბანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული – ქვეყენაში ორი კვირით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0