00:49 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (314)
212 0 0

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში განახლდება, განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებშიც, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე.

სასწავლო პროცესი საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში კორონავირუსის პანდემიის გამო 2 მარტს შეჩერდა. სწავლის განახლების ვადა სამჯერ გადაიტანეს, თუმცა, საბოლოოდ, 24 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები მუშაობას სექტემბრამდე არ აღადგენდენ.

„სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“, – განაცხადა ჩხენკელმა.

ამ დღეებში რამდენიმე კერძო სკოლამ განათლების სამინისტროს სწავლის დაგეგმილ ვადაზე ადრე დაწყების თხოვნით მამართა, თუმცა მათ თანხმობა არ მიუღიათ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იქნებიან სასწავლო დაწესებულებები მზად, შეასრულონ კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისკენ მიმართული ყველა რეკომენდაცია.

თემები:
განათლება საქართველოში (314)

მთავარი თემები