12:47 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2080)
58256 0 0

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახში მატებაა? ნახეთ რა ფოტოს უქვეყნებს ცნობილ ჩოგბურთელს გერმანელი საცოლე სოციალურ ქსელში.

ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს უკვე გააცნო და გოგონა რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ცნობილი ჩოგბურთელის ცხოვრებას.

მას შემდეგ, რაც ყოფილ ცოლზე ნეკა დოროყაშვილზე შესაძლო ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკოლოზი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, შარლოტამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ჩოგბურთელთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ წყვილი პიკნიკზე იმყოფებოდა. ცოტა ხნის წინ კი ბასილაშვილის პიკანტური ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ის კატას ეფერება. როგორც ჩანს, წყვილს სახლში ახალი შინაური ცხოველი ჰყავს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც. ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2080)

მთავარი თემები