01:06 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2102)
278710

ორი წელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვაჟი დაქორწინებულია. მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყვილი შვილს ელოდება.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვაჟი ედუ­არ­დი 2018 წლის 30 ივნისს და­ქორ­წინ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბის რძა­ლი ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის გო­გო­ნა – ადინე მელვუს-პეტრუსი გახ­და.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შვილის ქორწილის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტოზე მიხეილ, ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები, ასევე გიული ალასანია, სანდრა რულოვსი და ყოფილი პირველი ლედის მამა ედუარდ რულოვსი ოჯახის ახალ წევრთან ერთად არიან გადაღებული.

როგორც სააკაშვილი წერდა, მისი რძალი ადინე მელვუს-პეტრუსი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლებოდა ქართულს. რაც შეეხება ედუარდს, ის დაქორწინებისას რადიოპროგრამების პროდიუსერად მუშაობდა და თანამშრომლობდაBBC-ს National Public Radio-სთან.

2017 წელს ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა სვარ­ტმო­რის კო­ლე­ჯი და­ამ­თავ­რა. გოგონა სწორედ მისი შეყვარებულია ამ კოლეჯიდან. წყვილი ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში (პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტი) ცხოვ­რობდა. ამჟამად ისინი ბერლინში ცხოვრობენ.

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას ინფორმაციით, ედუარდი ბერლინში ბევრ ადგილზე მუშაობს და ონლაინ ლექციებს კითხულობს საქართველოში. მისი მეუღლე კი მაგისტრატურაში სწავლობს და ამჟამად არ მუშაობს. მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყვილი შვილს ელოდება, თუმცა ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2102)

მთავარი თემები