სამხედროებს ბინები დაუკანონდებათ: თავდაცვის უწყება პროექტის განხორციელებას შეუდგა

© courtesy of Ministry of Defence of Georgiaთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასეთი ბინები მრავალი წლის განმავლობაში ათასობით ოჯახისთვის მოუგვარებელი პრობლემა იყო. ახალი პროექტის წყალობით მათი სოციალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოში დაიწყო თავდაცვის სამინისტროს პროექტის განხორციელება, რომელიც უწყების ბალანსზე არსებული დაახლოებით 5 ათასი ბინის მათში მცხოვრები ოჯახებისთვის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს, განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიფინგზე.

პროექტი სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ სახლებში ცხოვრობენ სამხედროები, ყოფილი სამხედროები, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირები. 

თავდაცვის სამინისტრო სამხედროებს ბინებით შეღავათიან ფასად უზრუნველყოფს - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედროები ბინებს შეღავათიან ფასად იყიდიან

ბინების გადაცემის პროცესის ეფექტიანი და სამართლიანი წარმართვის მიზნით თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელშიც სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი წარმომადგენლები შედიან.

აღნიშნული კომისია განცხადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ინდივიდუალური მიდგომით განიხილავს და მინისტრს შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს.

საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ადმინისტრირების არსებული მოდელი პროცესის გამჭვირვალობასა და ღიაობას შეუწყობს ხელს, აღნიშნავენ თავდაცვის უწყებაში.

ბინების ფაქტობრივი მფლობელებისთვის დაკანონების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 17 ივლისს მიიღო.

ასეთი ბინები მრავალი წლის განმავლობაში ათასობით ოჯახისთვის მოუგვარებელი პრობლემა იყო. ახალი პროექტის წყალობით მათი სოციალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ყველა ახალი ამბავი
0