13:58 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6190
  • 100 RUB4.1656
  • USD3.0729
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1921)
255 0 0

პოპულარული ოჯახის პოპულარულ წევრს ახალგაზრდა პარტნიორისგან მეორე შვილი შეეძინა. გიორგი ყიფშიძეს მარტში ვაჟი შეეძინა. ხელოვანმა მშობლებმა ბიჭუნას კოსმო დაარქვეს. კოსმო ყიფშიძე უფროს დასთან ნებივრობს. უახლესი ფოტო სოციალური ქსელიდან.

მსახიობ გიორგი ყიფშიძეს რამდენიმე თვის წინ შვილი კოსმო ყიფშიძე ეყოლა. ბავშვმა ყიფშიძეების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მსახიობის უფროსი ქალიშვილი ნატალია „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს უმცროს ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ცოტა ხნის წინ მან ბაბუის, ცნობილი მსახიობის ზურაბ ყიფშიძის და კოსმოს ფოტო გამოაქვეყნა. „ზურა ბაბუ ძა­ლი­ან რო უყ­ვარს”, – წერს ნა­ტა­ლია ყიფშიძე.

View this post on Instagram

💕

A post shared by natalia kipshidze (@nataliakipshidze) on

გიორგი ყიფშიძე კრისტი ყიფშიძეს წლების წინ დაშორდა. მათი თანაცხოვრება დიდი ხნის მანძილზე აქტიურად განიხილებოდა. პოპულარული მოდელი და ცნობილი მსახიობი წლებია ერთად აღარ ცხოვრობენ. მათ ერთი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე ჰყავთ, რომელიც დიდი პოპულარობით გამოირჩევა. გიორგი ყიფშიძე ცოტა ხნის წინ მეორედ დაოჯახდა. მისი ახლანდელი რჩეული 20 წლით უმცროსი ფოტოგრაფია, რომელმაც მათი ერთად გამოჩენის შემდეგ დიდი ყურადღება მიიქცია.

View this post on Instagram

ზურა ბაბუ ძალიან რო უყვარს😍❤️

A post shared by natalia kipshidze (@nataliakipshidze) on

გიორგის მეორე ნახევარი ფოტოგრაფი ანა გასიევაა. მარტში ანამ გიორგის კოსმო ყიფშიძე გაუჩინა. წყვილის უახლესი ფოტოები დიდ ინტერესს იწვევს. ნატალია ყიფშიძე კოსმოსთან ერთად ხშირად ჩნდება და მამის ახალ პარტნიორს პატარა ბიჭუნას გაზრდაში ეხმარება. ნატალია პატარა ძმაზე სიამოვნებით ზრუნავს და სოციალურ ქსელში ემოციურ ფოტოებს აქვეყნებს.

View this post on Instagram

A post shared by natalia kipshidze (@nataliakipshidze) on

ბიჭუნას დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე გიორგის ახალმა მეორე ნახევარმა სოციალურ ქსელში ბეჭდების ფოტო გამოაქვეყნა ქორწინების მოწმობის ფონზე და ამით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყიფშიძემ 24 წლის მსახიობზე იქორწინა. წყვილმა ქორწილი „ზაზანოვაში“ გადაიხადა. ნატალია ყიფშიძე ხშირად აღნიშნავს, რომ მამასთან ურთერთობა მუდამ დიდ სიხარულთან ასოცირდება. მამა მისი ყველაზე ერთგული მეგობარია. უფროსი და ძმას უფრთხილდება და მზრუნველობას არ აკლებს - ეს მათ ერთობლივ სურათებში კარგად ჩანს.

View this post on Instagram

A post shared by natalia kipshidze (@nataliakipshidze) on

43 წლის გიორგი ყიფშიძე მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია 2002 წლიდან. მონაწილეობდა ფილმებში „რევერსი (უბრალოდ თამაში)“, „თბილისური Love Story“, „გასეირნება ყარაბაღში 2“, „ქუჩის დღეები“, „მარილივით თეთრი“. გიორგი ყიფშიძე დიდი ხანია ცნობილი მამის ჩრდილიდან გამოვიდა და ახლა მას მოიხსენიებენ, როგორც გიორგის და არა როგორც ზურას შვილს. იგი შესანიშნავი მსახიობია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტელესერიალიდან „ცხელი ძაღლი“, ხოლო მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც მონაწილეობდა ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ვერსკის როლი შეასრულა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1921)

მთავარი თემები