21:04 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1734)
439 0 0

კორონავირუსით ინფიციფრების ექვსისვე შემთხვევა ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულთა ტესტირების შედეგად გამოვლინდა. სადაც ჯამში 4700-ზე მეტი პირი დაიტესტა.

თბილისი, 3 აგვისტო - Sputnik. ლილოსა და ე.წ. დინამოს ბაზრობაზე დასაქმებულთა ტესტირება დასრულდა, შედეგად კორონავირუსით ინფიცირების ექვსი შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, იუწყება პირველი არხი.

ინფიცირების წყარო ვერ დგინდება: კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში>>

კორონავირუსით ინფიციფრების ექვსივე შემთხვევა ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულთა ტესტირების შედეგად გამოვლინდა, სადაც ჯამში 4700-ზე მეტი პირი დაიტესტა. ამასთან, ეპიდემიოლოგები იკვლევენ აღნიშნულ ბაზრობასთან დაკავშირებული ოჯახის კონტაქტებსაც. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ლილოს ბაზრობასთან დაკავშირებული სტატისტიკა კიდევ გაიზარდოს.

რაც შეეხება ე.წ. დინამოს ბაზრობას, ამირან გამყრელიძის თქმით, იქ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 500-მდე ადამიანი დაიტესტა და ყველა პასუხი უარყოფითია.

„იმავე პრინციპით 500-მდე ადამიანის გამოკვლევა მიმდინარეობს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, სადაც ეპიდემილოგები კიდევ რამდენიმე დღე იმუშავებენ. ეპიდვითარების გათვალისწინებით დაიგეგმება სხვა ბაზრობების კვლევაც“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში დადასტურებულ შემთხვევებიდან ყველას ინფიცირების წყარო დადგენილია.

რამდენიმე დღის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. ინფიცირების ჯაჭვის მიხედვით ეპიდემიოლოგები ლილოს ბაზრობაზე გავიდნენ, სადაც გარდაბნის მცხოვრებლები ვაჭრობენ. ამ ფაქტის გამო სპეციალისტებმა ყველა მოვაჭრის შემოწმება დაიწყეს.

 ლილოს ბაზრობის მსგავსად, კორონავირუსზე  სხვა ბაზრების მოვაჭრეთა შემოწმებაც იგეგმება.

3  აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვმა 1179-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 959, გარდაიცვალა 17 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1734)

მთავარი თემები