„პირველმა არხმა“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი გამოაცხადა

გამოწერა
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ფილმის სცენარი, სარეჟისორო ხედვა, რეჟისორის ბოლო ნამუშევარი, საწარმოო კალენდარული გეგმა და ფილმის ბიუჯეტი.

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ დაბალბიუჯეტიანი სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების მიღება დაიწყო, ნათქვამია არხის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ზაზა ურუშაძე - Sputnik საქართველო
უკრაინა–საქართველო–თურქეთის ერთობლივი ფილმი: პრემიერა უკრაინაში გაიმართება

კონკურსის პირობების თანახმად, ფილმის სცენარი აგებული უნდა იყოს ქართული ან უცხოური ლიტერატურული ნაწარმოების მოტივებზე, ან წარმოადგენდეს ნაწარმოების ეკრანიზაციას. პროექტში მითითებული უნდა იყოს ლიტერატურული პირველწყაროს სათაური და ავტორის ვინაობა.

ამასთან, ფილმის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს, შესაბამისი გადასახადების ჩათვლით. პროექტი ჟანრობრივად შეზღუდული არ არის, მაგრამ, ბიუჯეტიდან გამომდინარე, არ უნდა შეიცავდნენ მასობრივ სცენებს, ძვირადღირებულ ისტორიულ კონსტრუქციებს, დიდი რაოდენობით ლოკაციებსა და მსახიობებს.

ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 26 წუთი და არაუმეტეს 52 წუთისა.

საკუთარი პროექტების წარდგენა შეუძლიათ სატელევიზიო და კინომწარმოებელ კომპანიებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ფილმის სცენარი, ისაუბრონ სარეჟისორო ხედვაზე, რეჟისორის ბოლო ნამუშევარზე, ასევე წარადგინონ რეჟისორისა და სცენარისტის რეზიუმე, საწარმოო კალენდარული გეგმა და ფილმის ბიუჯეტი.

დოკუმენტაციის მიღება 2020 წლის 3 აგვისტოდან 1 ნოემბრამდე პერიოდში მოხდება ელექტრონულ მისამართზე telefilm@gpb.ge.

ყველა ახალი ამბავი
0