Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ირაკლი მაქაცარია გაშიშვლდა – ქართველი და უცხოელი ქალბატონები გრძნობებს ვერ მალავენ

© photo: courtesy of Irakli Makatsariaირაკლი მაქაცარია
ირაკლი მაქაცარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პიკანტური, ნავარჯიშები ტანი ირაკლი მაქაცარიამ თამამად გამოაჩინა. ინტენსიური ვარჯიშის შედეგად მიღწეულ შედეგს ქალბატონები განსაკუთრებული ემოციებით შეეგებნენ. ნახეთ როგორ გამოიყურება მდედრობითი სქესისთვის სასურველი საქმრო, სექსუალური ტელეწამყვანი და ბიზნესმენი.

უკრაინაში მოღვაწე ცეცხლოვანი ბიზნესმენი ქართველმა ტელემაყურებლებმა თოქ-შოუ "პრაიმშოუს" წამყვანის ამპლუით გაიცნო. თვითიზოლირებული ვარსკვლავი მკაცრი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საყვარელ მხარეს ეწვია. მანამ, სანამ „პრაიმშოუს“ გადაღებები დაიწყებოდა, მაქაცარიამ დრო იხელთა და მის სხეულს შოკოლადისფერი რუჯი დაატყო. ვნებიანმა ტელეწამყვანმა დასვენება ბათუმში გადაწყვიტა, სადაც ბავშვობის დაუვიწყარი წლები გაატარა. ირაკლი მაქაცარია გულგრილს არავის ტოვებს.

მისი ქარიზმა, სექსუალური აღნაგობა და შარმი ქალების სუსტი წერტილია. ქართველი და უკრაინელი ქალბატონები უკანასკნელი სურათების კომენტარებში გულახდილ ემოციებს ვერ მალავენ. "ამბობენ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. აი, შენ ხარ!"; "ირაკლი, როგორ შეიძლება ასეთი ფოტოების ღამე გამოქვეყნება?"; "სრულ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და ბუნებასთან - ძალიან ლამაზი ფოტოა!", – ასე ეხმაურებიან თაყვანისმცემლები.

33 წლის ბათუმელი ბიჭი ნამდვილად სასურველი და „დიპლომიანი“ სასიძოა. ქართველი გოგონების გარდა, მთელი უკრაინა მოხიბლა საკუთარი შარმით, ქარიზმატულობით და ცეკვის ნიჭით. საინტერესო ფაქტები: საშუალო სკოლა აშშ-ში დაამთავრა; უმაღლესი განათლება თბილისის კავკასიის ბიზნეს-სკოლაში მიიღო; სპეციალობით მარკეტოლოგია; 2013 წელს დააფუძნა კომპანია Maq Entertainment, რომელიც „ბოლივუდთან“ თანამშრომლობს.

ამას გარდა პოპულარულმა ტელესახემ საიუველირო ქსელი შექმნა, რომელშიც მისი დიზაინით შექმნილი აქსესუარები იყიდება. ექსტრავაგანტული კინოპროდიუსერი ქალებზე ხშირად არ საუბრობს, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაზე. თუმცა მისი ინტერვიუები ყოველთვის მდედრობით სქესთან დაკავშირებული კითხვების თანხლებით მიმდინარეობს, რასაც მაქაცარია გვერდს ვერასდროს აუვლის. "33 წლის განმავლობაში სხვადასხვა გარეგნობის, ასაკის, ეროვნების მანდილოსანი მომწონებია და დავრწმუნდი იმაში, რომ არ შეიძლება ქალი ჩარჩოებში მოაქციო და თქვა, რომ მხოლოდ ქერათმიანი გოგო მოგწონს. ყველანაირი გოგოს მიმართ შეიძლება გაგიჩნდეს გრძნობა ან უბრალოდ სიმპათია", – აღნიშნავს წარმატებული ტელესახე. მისი თქმით, ვულგარული ქალები არ იზიდავს, მთავარია, სექსუალობა თვალებიდან იგრძნობოდეს და არა მოკლე კაბით.

ქართველ მამაკაცებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ირაკლი მაქაცარიაა. მის მიმართ ყურადღება არ ნელდება. სახლში დარჩენილი ტელესახე რადიკალურად შეიცვალა და ახლა უფრო დიდ ინტერესს იწვევს. უახლეს ფოტოებზე ირაკლი მაქაცარიას ამოცნობა გაგიჭირდებათ, როგორც გაუჭირდათ მის თაყვანისმცემლებს. ისინი ირაკლის გარეგნობის ცვლილებებს აქტიურად განიხილავენ. ის უკრაინელ ჭარბწონიან "ფოლოვერებს" წონის დაკლებაში აქტიურად ეხმარება, მოტივაცია კი მისი ცეცხლოვანი სხეულია. შეიძლება ითქვას, მაქაცარია ნახევრადშიშველ სურათებს თაყვანისმცემლების განწყობის ასამაღლებლად აქვეყნებს. პოსტებს კი სამოტივაციო და ემოციურ სიტყვებს აწერს, რითიც მეტ ყურადღებას იქცევს.

ყველა ახალი ამბავი
0