00:00 15 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6403
  • 100 RUB4.1862
  • USD3.0728
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (102)
195 0 0

მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ილია ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. ჩვენ რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა, განაცხადა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას. 

მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ილია ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს.

ილია მეორემ ამ დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა.

„დღეს ტრადიციული დღესასწაულია. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ლოცვა წარმოვთქვით, რომ იყოს კავშირი თაობათა შორის. უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე. ახალგაზრდებს ვუსურვებ, რომ პატივი სცენ მამასა და დედასა თვისსა, უფროსს თაობას, რათა დღეგრძელი იყვნენ და კეთილდღეობა სუფევდეს მათთან. ღმერთმა გაგაძლიეროთ“,- განაცხადა პატრიარქმა.

წმინდა ილია წინასწარმეტყველი ქრისტეშობამდე 9 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. მან სიყმაწვილიდანვე თავი უფალს მიუძღვნა და უდაბნოში განმარტოვდა. გადმოცემის თანახმად, უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს.

დღეს ასევე არის წმიდა ილია მართალის (ილია ჭავჭავაძე) ხსენების დღე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (102)

მთავარი თემები