03:03 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (272)
164 0 0

გამოცდების დროს დაცული იქნება უსაფრთხოების ზომები, რომელიც  ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესდა.

თბილისი, 1 აგვისტო  — Sputnik.  საქართველოში საერთო სამაგისტრო გამოცდები პირველი აგვისტოდან დაიწყო, რომელიც 4 აგვისტომდე გაგრძელდება, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს შეფასებისა და გამოდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

წელს მაგისტრატურაში ჩაბარება 12,6 ათასმა სტუდენტმა გადაწყვიტა.

განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩის თქმით, გამოცდების დროს დაცული იქნება უსაფრთხოების ზომები, რომელიც  ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესდა.

 „ჩვენ გამოცდებზე მოსული აპლიკანტების ყველა მოთხოვნილება გავითვალისწინეთ.   ბათუმში საკარანტინო ზონაში გვყავს რამდენიმე მეზღვაური, რომელთაც PSR-ტესტირება წინასწარ ჩაუტარდათ და ისინი შეუფერხებლად მიიღებენ მონაწილეობას სამაგისტრო გამოცდებში“, – განაცხადა მიცკევიჩმა ჟურნალისტებთან.

გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადების თანახმად, მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველები საგამოცდო ცენტრებში ერთიან სამაგისტრო გამოცდას ჩააბარებენ, შემდეგ კი ისინი გამოცდას სპეციალობის მიხედვით უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებენ.

თემები:
განათლება საქართველოში (272)

მთავარი თემები