12:48 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (226)
170 0 0

მთავრობის წინასწარი შეფასებით, რეგიონში წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად მთლიანობაში 150 მლნ ლარამდე იქნება საჭირო, გზების რემონტს  კი მინიმუმ რამდენიმე თვე დასჭირდება.

 

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik.  წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაჭის რეგიონში მიმდინარე ინტენსიური სამუშაოების შედეგად, მოხერხდა რამდენიმე სოფელში მიმოსვლის აღდგენა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის მოგვარება, განაცხადა ონის რაიონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ. 

უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭის, კერძოდ, ონის რაიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარესამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი,  ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

ჩიკვაიძის თქმით, ამ მომენტისთვის გარესამყაროს ხუთი სოფელია მოწყვეტილი, ელექტროენერგია კი ექვს სოფელს არ მიეწოდება.

 „ჩვენ ვაგრძელებთ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის პროცესს. რაც შეეხება გზებს, იქ  ყველაზე რთული მონაკვეთის დაძლევა მოხერხდა და ახლა გზების აღდგენის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა ჩიკვაიძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, დღეისთვის სტიქიის ზონიდან 437 ადამიანია ევაკუირებული, 600–ზე მეტ ოჯახს კი საკვები პროდუქტებით აღმოუჩინეს დახმარება.

მთავრობის წინასწარი შეფასებით, რეგიონში წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად მთლიანობაში 150 მლნ ლარამდე იქნება საჭირო, გზების რემონტს  კი მინიმუმ რამდენიმე თვე დასჭირდება.

თემები:
საქართველოს რეგიონები (226)

მთავარი თემები