Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ოთო ფოლადაშვილი ულამაზეს დასთან ერთად გამოჩნდა - ნახეთ როგორ ჰგავს და-ძმა ერთმანეთს

© Photo: Otaber Poladashvili / FBოთო ფოლადაშვილი
ოთო ფოლადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთო ფოლადაშვილს უფროსი და ჰყოლია. და-ძმა ერთად პირველად გამოჩნდა. ფოლადაშვილებმა თოქ-შოუ „პროფილში“ ცეკვა შეასრულეს. როგორ გამოიყურება წარმატებული ქორეოგრაფის და და ვინ არის ის?

ოთო ფოლადაშვილს ულამაზესი და ჰყოლია. და-ძმა საზოგადოების წინაშე არასდროს გამოჩენილა. ოთო მასთან საერთო ფოტოებსაც არ აქვეყნებდა, მანამ სანამ ერთ-ერთ გადაღებაზე ის მაია ასათიანმა დასთან ერთად არ მიიწვია. ოთო ფოლადაშვილის და საზოგადოებისათვის უცნობი თაკო ფოლადაშვილია. ისინი გადაცემა „პროფილში“ ერთად საცეკვაო ნომრით გამოჩნდნენ, რის მერე დიდი ყურადღება მიიქციეს. თაკოს ორი შვილი ჰყავს- ქალ-ვაჟი. როგორც ჩანს, ოთო დის შვილებს ანებივრებს. თაკო და ოთო უფრო გააქტიურდნენ. „ფოლოვერები“ თაკოს მიმართ აღტაცებას ვერ მალავენ. ახალგაზრდა გოგონამ ძმის პოპულარობა დაჩრდილა.

View this post on Instagram

#Mysister @takpoladashvili ❤️

A post shared by OTo Poladashvili (@polada_) on

სულ რამდენიმე კვირის წინ ოთო ფოლადაშვილმა საყვარელ დას დაბადების დღე კაჭრეთში გადაუხადა. წვეულებას ოთოს უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის გადაცემა „პროფილის“ ავტორი მაია ასათიანი, პროდიუსერი და ჟურნალისტი  ნიკოლოზ ხაჩიძე, ასევე ოთოს და თაკოს საერთო მეგობარი, მოცეკვავე- ჯულიანა ბარგნარი.

View this post on Instagram

Hb-day to me🎉🎉🎉

A post shared by tako poladashvii (@takpoladashvili) on

ჯულიანას და თაკო ფოლადაშვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. ქართულ ტელესივრცეში ოთო ფოლადაშვილი გამორჩეულ ვარსკვლავად იქცა. მის ცხოვრებაში წარმატება მოულოდნელად მოვიდა, როდესაც პირველად მეგა-პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდა. ქორეოგრაფი აღნიშნავს, რომ ძალიან იღბლიანია. თუმცა მისი წარმატება არა იღბალს, არამედ დიდ შრომას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ გასართობ არხ „მარაოზე“ ოთარ ფოლადაშვილის გადაცემა „რეიტინგი“ დიდი წარმატებით გადიოდა.

View this post on Instagram

#Tango #Brother #Sister @takpoladashvili

A post shared by OTo Poladashvili (@polada_) on

საზოგადოების გარკვეული ნაწილის ყურადღება ოთარ ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სავარაუდო სასიყვარულო ისტორიის გარშემო გაერთიანდა. ცეკვაში ნაკლებად გარკვეული ადამიანები მათ სიყარულს გულშემატკივრობენ.

View this post on Instagram

A post shared by tako poladashvii (@takpoladashvili) on

გავრცელებულ ჭორებზე ოთოს და ჯულიანას საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ. ოთო პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს, თუმცა მის სასიყვარულო ურთიერთობებზე საუბარი არ წყდება. ოთომ და ჯულიანამ პოპულარობა დიდი პროფესიონალიზმის, ულევი ენერგიისა და შარმის ხარჯზე მოიხვეჭეს. საზოგადოებამ მათი ცეკვა უფრო და უფრო შეიყვარა, რადგან ყოველი ახალი გამოსვლა ერთ დიდ ზეიმს ჰგავს. ოთო ფოლადაშვილისა და მისი დის სურათებზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ ჯულიანა ოჯახის ძალიან ახლო წევრია.

ყველა ახალი ამბავი
0