უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლაში რელიგიის ისტორია, როგორც საგანი

© Sputnik / Levan Avlabreliსამების ბაღი თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა
სამების ბაღი თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნდა ისწავლონ თუ არა ბავშვებმა რელიგია სკოლაში – ამ და სხვა საკითხებზე ჩვენს კორესპონდენტს ესაუბრნენ ეკლესიის ისტორიის მკვლევარი სერგო ვარდოსანიძე, რელიგიების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე და დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.

გვინდა თუ არა ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს სკოლების გაკვეთილების ცხრილში გაჩნდეს საგანი „რელიგიის ისტორია“? ამ შეკითხვას სახელმწიფომ 2005 წელს ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიღებით გასცა პასუხი, როდესაც თქვა, რომ რელიგიის სწავლება სკოლაში სავალდებულო აღარ იქნებოდა. თუმცა 15 წლის შემდეგ ეს კითხვა ისევ აქტუალური ხდება, თანაც იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ახალგაზრდების გარდაცვალება/მკვლელობამ იმატა.

საქართველოში დღეს აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ და რა დოზით უნდა იყოს წარმოდგენილი რელიგია საჯარო სივრცეში და, მათ შორის, სახელმწიფო სკოლებში. თუმცა აქ ჩნდება კითხვები – მოთხოვნა აღნიშნულ განათლებაზე რამდენად შეესაბამება საჯარო სკოლის დანიშნულებასა და მთლიანად საერო სახელმწიფოს ხასიათს; უნდა ისწავლებოდეს თუ არა მართლმადიდებლობა, როგორც ქვეყნის ისტორიულ-ტრადიციული, უმრავლესობის რელიგია; რა ადგილი უნდა ეჭიროს სასწავლო პროცესში სხვა რელიგიების შესახებ სწავლებას… ეს და სხვა მსგავსი კითხვები დღეისათვის კვლავ პასუხგაუცემელია.

ბავშვები მინდორში - Sputnik საქართველო
„მსხვერპლი“ და „მოძალადე“ ბავშვები – როგორ დავიცვათ შვილები

საზოგადოების ნაწილის აზრით, სკოლებში რელიგიის საგნის შემოღებით შეიძლება დაირღვეს დემოკრატიული და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპები. მაგრამ დემოკრატიის ნორმები და პრინციპები სწორედაც რომ გულისხმობს და უშვებს ამგვარი განათლების საჭიროებას, რადგან ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო არ უნდა იყოს „იდეოლოგიზირებული“, სადაც მხარდაჭერილია ერთი მსოფლმხედველობა.

ყველაზე ფაქიზ და ამასთანავე მნიშვნელოვან პრობლემად კი ამასთან ერთად ბევრ ადამიანს მიაჩნია დაპირისპირების რისკი, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს რელიგიის სწავლებამ სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის ბავშვთა შორის.

ჩანჩქერი ლეღვთახევში - Sputnik საქართველო
მოგზაურობა საქართველოში: აღმოაჩინე შენი ქვეყანა

უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლაში რელიგია, როგორც საგანი – ამ და სხვა კითხვებით „Sputnik–საქართველო“ ესაუბრა თეოლოგს, ეკლესიის ისტორიის მკვლევარს სერგო ვარდოსანიძეს, რელიგიების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს ზაზა ვაშაყმაძეს და დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას (მამა პეტრე).

რელიგიების სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რომ სკოლაში რელიგიის სწავლების ინიციატივა არ არის უბრალო ახირება და მას საფუძვლად უდევს ორი კონკრეტული მოცემულობა – რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში და, ზოგადად, საზოგადოების ინტერესი რელიგიის მიმართ.

„არსებობს ინტერ-რელიგიური სათათბირო, სადაც საქართველოში არსებული ყველა რელიგია (უმრავლესობა და უმცირესობა) თანხმდება იმაზე, რომ სკოლებში VII-VIII-IX კლასიდან უნდა ისწავლებოდეს რელიგია, როგორც საგანი. სააგენტოს ინიციატივით ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში შეხვედრაც გაიმართა, მაგრამ ამ პანდემიის სიტუაციამ ყველაფერი  შეაჩერა. ამ თემას გაგრძელება მიეცემა და, დიდი ალბათობით, სისრულეში იქნება მოყვანილი“, – თქვა ზაზა ვაშაყმაძემ.

მამა პეტრე სააგენტოს აზრს იზიარებს და ამასთან ერთად ამბობს, რომ, ასაკიდან გამომდინარე, მაღალ კლასებში ემოციური ფონი უფრო მაღალია, რაც იწვევს არაადამიანური მდგომარეობების გამოვლინებებს, რამაც ამ ბოლო დროს ახალგაზრდების სიცოცხლეც კი შეიწირა.

სათამაშო მეოედანი - Sputnik საქართველო
იზოლაცია და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები: სპეციალისტი გვირჩევს
„ეს თაობა, რომელსაც არანაირი კეთილი განწყობა და დამოკიდებულება არ გააჩნია რელიგიური მოძღვრების მიმართ, უფრო და უფრო მეტ შეცდომებს უშვებს. როცა სკოლაში ისწავლება რელიგია, მეტ-ნაკლებად დაცულები არიან ცუდისგან. ასაკიდან გამომდინარე ემოციური ფონი უფრო მეტია, რაც იწვევს არაადამიანური მდგომარეობების გამოვლინებებს, რამაც ამ ბოლო დროს ახალგაზრდების სიცოცხლე შეიწირა. სკოლებს უნდა დაუბრუნდეს რელიგიის საათები. რაც უფრო მალე მივიღებთ ამ ტიპის გადაწყვეტილებას, მით უკეთესი იქნება მოზარდი თაობისთვის. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ დაგვიანებულიც კი არის“, – აღნიშნა მამა პეტრე კოლხმა.

51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაიღუპა, საკვირაო ქადაგებისას, 2017 წლის 10 დეკემბერს, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გამოეხმაურა და განაცხადა: „არ არის საკმარისი ცოდნა მიიღონ სკოლაში, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება და განსაკუთრებით სულიერ აღზრდას. ალბათ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამის შესახებ, სკოლაში უნდა იყოს რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები, ასეთი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს საქართველოში“. მომდევნო დღეს კი თბილისის სასულიერო აკადემიაში სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ამოცანა საგანმანათლებლო სისტემასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კავშირის გაძლიერებაა.

ფეისბუქის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
ბულინგი ინტერნეტში, ანუ რა შესაძლო საფრთხის წინაშე დგას თქვენი შვილი

კავშირის გაძლიერებასა და სათნოებასთან ერთად, თუ თანამედროვე სკოლის დანიშნულებაა აღზარდოს განათლებული, კულტურული, ქსენოფობიური განწყობებისგან თავისუფალი მოქალაქე სრულფასოვანი ზოგადი განათლებით, მაშინ ამგვარი აუცილებელი საბაზისო ცოდნის განუყოფელ ნაწილად უნდა ითვლებოდეს აგრეთვე მსოფლიო რელიგიების წარმოშობისა და განვითარების ისტორიაც.

სწორედ ამ თემაზე – რატომ უნდა ისწავლებოდეს მართლმადიდებლური რელიგიის გარდა სხვა რელიგიაც, ისაუბრა სერგო ვარდოსანიძემ.

„საქართველოში მართლმადიდებლების გარდა არიან სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც. ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს სხვა რელიგიებზე წარმოდგენა. მართლმადიდებლობის გარდა სხვა რელიგიებზეც უნდა იყოს საუბარი და ხალხს, რომლებსაც „აგდებული დამოკიდებულება“ აქვთ გარკვეული რელიგიების მიმართ, ეს პრობლემა აღარ ექნება. იმისთვის, რომ გაკვეთილები ჩაატაროს მოძღვარმა ან საერო პირმა, პედაგოგიური და სპეციალური განათლებაც უნდა ჰქონდეს. გეტყვით, რომ თბილისის სასულიერო აკადემიაში არსებობს რამდენიმე სპეციალობა, სადაც ამზადებენ მასწავლებლებს სკოლებისათვის“, – აღნიშნა სერგო ვარდოსანიძემ.

წარსულში, დღეს და, სავარაუდოდ, მომავალშიც რელიგიას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა და ექნება საზოგადოების ცხოვრებაზე. ამრიგად, რამდენად ეფექტური იქნება რელიგიის შესახებ სწავლების ჩანაცვლება ისეთი საგნებით, როგორიცაა ჰუმანიზმი, სეკულარული ეთიკა, სამოქალაქო განათლება – უცნობია.

 

ყველა ახალი ამბავი
0