საკონსტიტუციო სასამართლო: მოსამართლეების შერჩევის პროცესი კონსტიტუციას შეესაბამება

© photo: Sputnikსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან სასამართლომ ჩათვალა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებს.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევისა და არჩევის პროცესი კონსტიტუციის შესატყვისად მიიჩნია და უარყო სახალხო დამცველის სარჩელი, ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეჭვქვეშ აყენებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის კონსტიტუციურობას, რომლის მიხედვით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წელს მოსამართლეები პირველად შეარჩია. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ დადგენილი პროცედურა არღვევს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას, დაიკავოს საჯარო თანამდებობა.

ID ბარათი საფულეში - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა: ეწინააღმდეგება თუ არა ID–ბარათი რწმენის თავისუფლებას

საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა, რომ კონსტიტუციის ნორმები ნამდვილად ვრცელდება მოსამართლეების შერჩევის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაში წამყვან როლს პარლამენტი ასრულებს.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების არსებული კონსტიტუციური მოდელი, მისი შემადგენლობა, გადაწყვეტილების მიღების წესი მიუთითებს, რომ ამ ორგანოს, მისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, შესწევს უნარი, კანდიდატთა შერჩევის პროცესში იხელმძღვანელოს მარტოოდენ კონსტიტუციის მოთხოვნებით.

ისევ სასამართლო სკანდალი – ომბუდსმენმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დაიწუნა>>

ამავდროულად სასამართლომ აღნიშნა, რომ რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო კოლეგიური ორგანოა, მისი გადაწყვეტილება არ საბუთდება. ხოლო ფარული კენჭისყრა, ძირითადად, ემსახურება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ის ფაქტი, რომ შერჩევისას უფრო გამოცდილი კანდიდატი იმარჯვებს, არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან კომპეტენცია, მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება კანდიდატის კვალიფიკაციის განმსაზღვრელია და არავის უფლებებს არ ზღუდავს.

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
ნარკოდამოკიდებულებს ცხოვრება გაუმარტივდათ: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

მოსამართლეთა შერჩევის წესები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესები 2019 წლის მაისში, მას შემდეგ დამტკიცდა, რაც საქართველოში ე.წ. სასამართლო სკანდალი აგორდა.

შერჩევა ოთხ ეტაპად იმართება, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატებს პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტი თითოეულ კანდიდატურას ცალკე უყრის კენჭს.

პირველ ეტაპზე საბჭო ფარული კენჭისყრით, ხელმძღვანელობს რა დამოუკიდებლობისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით, შემოსული განაცხადებიდან ვაკანტური ადგილის რაოდენობაზე სამჯერ მეტ კანდიდატს ირჩევს.

შემდეგ იუსტიციის საბჭო თითოეულ კანდიდატთან საჯარო გასაუბრებას ატარებს და მათზე ინფორმაციას ამოწმებს.

შემდეგ ეტაპზე საბჭო, გასაუბრების შედეგების მიხედვით, ამცირებს კანდიდატების რაოდენობას უზენაეს სასამართლოში არსებული ვაკანტური ადგილების შესაბამისად.

ბოლო ეტაპია კენჭისყრა შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის დასამატკიცებლად წარსადგენად. სიაში ხვდება ის, ვინც იუსტიციის საბჭოს წევრთა 2/3 ხმას მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0