15:37 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (84)
162 0 0

არასრულწლოვანი დამნაშავეები სასამართლოს წინაშე პარასკევს წარდგებიან – მათ საქმეს უკვე ცალკე განიხილავენ, თუმცა გამოძიება არ გამორიცხავს ყველა გარემოების გარკვევის შემდეგ მათ მიმართ ბრალდების გადახედვას.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ სრულწლოვანთა საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ძებნიდან მეოთხე დღეს, 22 ივნისს მცხეთაში, მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო, თუმცა მის სხეულზე სიცოცხლეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღინიშნება. ამ დროისთვის პოლიციას 17 დაკავებული ჰყავს.

პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 დაკავებული პირიდან ცალკე წარმოებად გამოყოს 11 სრულწლოვანი ბრალდებულის საქმე, რომელთაც ბრალად ედებათ „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება“ „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „ძალადობა“.

ამ დროისათვის აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ ყველა პირს ბრალი ამ მუხლებით უკვე აქვს წარდგენილი.

რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებას – შაქარაშვილის „დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა“, პროკურატურამ მტკიცებულებები უახლოეს დღეებში უნდა მოიპოვოს და სასამართლოს გადასცეს – 11 სრულწლოვანი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოსაა ჩანიშნული.

დანარჩენი არასრულწლოვანი დამნაშავეები სასამართლოს წინაშე პარასკევს წარდგებიან – მათ საქმეს უკვე ცალკე განიხილავენ, თუმცა გამოძიება არ გამორიცხავს ყველა გარემოების გარკვევის შემდეგ მათთვის ბრალდების გადახედვას.

თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (84)

მთავარი თემები