05:17 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (228)
148 0 0

С ჰეპატიტის პროგრამაში 70 ათასი პაციენტია ჩართული, მათგან 65 ათასმა მკურნალობის კურსი დაასრულა. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში С ჰეპატიტზე სკრინინგი დაახლოებით 2,3 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა, ანუ გამოკვლეულია ზრდასრული მოსახლეობის 70%, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. 

თბილისში ემზადებიან ღონისძიებისთვის „მომავალი С ჰეპატიტის გარეშე! ვიპოვით ინფიცირებულ მილიონებს“, რომელიც С ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღეს ეძღვნება. საქართველოში С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეთანხმება გაფორმდა ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან, რომელიც ქვეყანას ძვირადღირებული მედიკამენტებით ამარაგებს. პროგრამის ბენეფიციარების მკურნალობა პრეპარატ „სოვალდით“ მიმდინარეობს.

С ჰეპატიტის პროგრამაში 70 ათასი პაციენტია ჩართული, მათგან 65 ათასმა მკურნალობის კურსი დაასრულა. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.

დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული ანალოგი მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა.
2015 წელს კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელია, ამიტომაც ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

С ჰეპატიტის მსოფლიო დღე ერთ-ერთია გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შვიდი დღიდან, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააწესა. ამ დღეს მთელი მსოფლიო ერთი დევიზით ერთიანდება – ადამიანებში ცნობადობის ამაღლება იმ საფრთხესთან მიმართებით, რასაც რეალურად С ჰეპატიტი წარმოადგენს.

ამ დროისთვის მსოფლიოში С ჰეპატიტით 325 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 290-მა მილიონმა, ანუ ათიდან ცხრამ არ იცის, რომ В ან С ჰეპატიტის მატარებელია. მსოფლიოში С ჰეპატიტით ყოველწლიურად 1,3 მლნ ადამიანი იღუპება.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (228)

მთავარი თემები