სარესტორნო ქსელში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რესტორნების მფლობელები უსაფრთხოების დადგენილ ნორმებს მაქსიმალურად იცავენ, რაც აღნიშნული ობიექტების მუშობის ერთგვარი გარანტიაა.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, რომლის წყაროც შეიძლება რესტორანი ყოფილიყო, განაცხადა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

თერმოსკრინინგი ლილოს ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
საქართველოში ბაზრებს ამოწმებენ – გამოიწერა პირველი ჯარიმები

საქართველოში რესტორნებმა მუშაობა 8 ინისს განაახლეს, მათთვის რიგი რეკომენდაციები შემუშავდა, რომელთა დაცვაც აღნიშნულ ობიექტებს კლიენტების მომსახურებისას ევალებათ.

თუმცა, გამყრელიძე მიიჩნევს, რომ კვლავ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რადგანაც კორონავირუსი ქვეყანაში კვლავ არსებობს.

„აუცილებელია წესების დაცვა, ვიცი, რომ რესტორნები არსებულ წესებს საკმაოდ კარგად იცავენ და ეს ძალზე კარგია, ამიტომაც იქ ინფექციის შიდა გავრცელების ალბათობა შედარებით დაბალია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამას გარდა, გამყრელიძემ ბავშვების მიმართ მშობლებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. ბავშვებს შორის კორონავირუსი შეიძლება დაიწყოს დიარეით, ამიტომაც ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა ფიქსირდება, აუცილებელია ამბულატორიული ცენტრებისთვის მიმართვა და PCR–ტესტის გაკეთება.

„ახლა ზაფხულია, შეიძლება თქვენ გაცივდით, ამ სეზონზე ხშირად გვხვდება ინტოქსიკაციები, თუმცა, ყოველივე ამის უკან შეიძლება კორონავირუსი იმალებოდეს. ბავშვებში კორონავირუსი ხშირად დიარეით იწყება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოს „კოვიდ–ცენტრებში“ 237 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1137-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 922 პაციენტი, გარდაიცვალა 16 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0