Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნანიკო ხაზარაძის შვილმა ნემსი გადაყლაპა – შოკის მომგვრელ ფოტოს ტელეწამყვანი აქვეყნებს

© FB/ Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლილუ ნუცუბიძემ დიდი ნემსი გადაყლაპა. ტელეწამყვანმა რენტგენის ფოტო თავად გამოაქვეყნა. როგორ გრძნობს თავს და როგორ გადაყლაპა ნემსი გოგონამ?

ნანიკო ხაზარაძის პოსტმა საზოგადოება განაცვიფრა. ჟურნალისტის ერთადერთმა ქალიშვილმა ნემსი გადაყლაპა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა საკუთარ გვერდზე დაწერა. Facebook-ზე გამოქვეყნებულმა რენტგენის ფოტომ შოკი გამოიწვია. უცნობია, როგორ მოახერხა თინეიჯერმა გოგონამ ნემსის გადაყლაპვა, მაგრამ ექიმების დახმარებით სულ მალე ნემსი ორგანიზმიდან გამოვა.

View this post on Instagram

A post shared by Naniko khazaradze (@naniko.khazaradze) on

როგორც ნანიკომ თავად დაწერა, ნემსი უკვე ნაწლავებისკენ ჩავიდა. გოგონა თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ნანიკომ დაწერა, რომ ლილუმ დაცემინების დროს ჩაყლაპა ნემსი. რენტგენის მიხედვით, ნემსი ხერხემალთან არის ახლოს. ნანიკოს თქმით, გოგონა სახლში გაწერეს. ხაზარაძემ ერთადერთ ქალიშვილს ნემსიყლაპია დაარქვა. მან მოგვიანებით საავადმყოფოდან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ლილუ ძალიან მხნედ გამოიყურება.

View this post on Instagram

A post shared by Naniko khazaradze (@naniko.khazaradze) on

უსაყვარლესმა გოგონამ ლილუ ნუცუბიძემ სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო. ყვავილებით დაინტერესებულმა თავისუფალმა და დამოუკიდებელმა სკოლის მოსწავლემ სამსახური თბილისის ცენტრში იპოვა. ამის შესახებ ნანიკო ხაზარაძემ საკუთარ გვერდზე სულ ცოტა ხნის წინ დაწერა. ლილუ გამყიდველად მუშაობს „ყვავილების ქარხანაში“, რომელიც პეტრიაშვილის ქუჩის დასაწყისშია.

საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ცნობილი სახეების შვილებს სოციუმში თავის დამკვიდრება უჭირთ. ეს სტერეოტიპი ნანიკო ხაზარაძეს და მის ლაღ ქალიშვილს არ ეხებათ. წარმატებული ტელეწამყვანის თქმით, ერთადერთ ქალიშვილს არასდროს არაფერს უკრძალავდა. მიუხედავად იმისა, რომ ნანიკო და ლილუს მამა ძალიან მალე დაშორდნენ, ნანიკომ ყველა ძალა მოიკრიბა და ცხოვრება შვილთან ერთად ახალი ფურცლიდან დაიწყო. ლილუ და ნანიკო, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ტელეწამყვანსა და მის ქალიშვილს საოცარი მეგობრობა აკავშირებთ. ლილუ სკოლის მოსწავლეა, თუმცა დედა დამოუკიდებლობას არ უშლის.

ყველა ახალი ამბავი
0