12:51 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1738)
191 0 0

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 30 პაციენტი მკურნალობს, ორის მდგომარეობა მძიმეა.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაავადების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან სამ შემთხვევაში ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება, განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის „კოვიდ–ცენტრებში“ 196 პაციენტი მკურნალობს.

ხუთი ახალი პაციენტი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ორი შემთხვევა გარდაბნის რაიონის გაჩიანის დასახლებას უკავშირდება, ორი შემოტანილი შემთხვევაა, სამ შემთხვევაში კი ეპიდემიოლოგები ინფიცირების პირველწყაროს დადგენას ცდილობენ. 

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 30 პაციენტი მკურნალობს, აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1085 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 911, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 16 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5724, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 247 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1738)

მთავარი თემები