გაიცანით ლილე, სესილი და ანასტასია – თბილისში სამი ტყუპი დაიბადა

გამოწერა
ბავშვის ამ ქვეყნად მოვლინება უდიდესი სიხარულია. სიხარული ერთიორად იმატებს, როცა ერთდროულად ორი, ზოგჯერ კი სამი და მეტი პატარა იბადება.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. თბილისში სამი ტყუპი გაჩნდა, ინფორმაციას სოციალურ ქსელში ღუდუშაურის კლინიკა ავრცელებს.

ბავშვის ამ ქვეყნად მოვლინება უდიდესი სიხარულია. სიხარული ერთიორად იმატებს, როცა ერთდროულად ორი, ზოგჯერ კი სამი და მეტი პატარა იბადება.

სამი ტყუპის დაბადება იშვიათი მოვლენაა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ბათუმში იყო, როდესაც ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა და საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს ორი გოგონა და ერთი ვაჟი მოევლინა. აჭარის რეგიონში ეს 2019 წელს მესამე შემთხვევა იყო. 

თბილისში სამი ტყუპი ბოლოს მარტში დაიბადა.

ყველა ახალი ამბავი
0