00:59 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1771)
177 0 0

უახლოეს დღეებში საქართველოს მოქალაქეები ბერლინიდან და ათენიდან სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ – ფრენებს ევროპის ქალაქებიდან შეასრულებენ ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს აგრძელებს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამჯერად სპეციალური რეისი პარიზიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა განახორციელა. მგზავრებმა სამედიცინო შემოწმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს, შემდეგ კი ისინი სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც 14-დღიან აუცილებელ კარანტინს გაივლიან.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით 104 სასტუმროში საკარანტინო სივრცე მოეწყო. დღეისათვის საკარანტინო ზონებში 5 717 ადამიანია მოთავსებული“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ივლისში კიდევ შესრულდება ორი სპეცრეისი ევროპის ქვეყნებიდან: 25 ივლისს – ბერლინიდან, 28 ივლისს – ათენიდან. ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევროზე მეტი არ იქნება. ფრენებს ევროპის ქალაქებიდან შეასრულებენ ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, სპეცრეისებით თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება უზრუნველყო. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა. ბილეთის ღირებულება, რომელიც რეისამდე ორი დღით ადრე ონლაინ იყიდებოდა, 199 ევრო იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიის დროს სახელმწიფო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა დაახლოებით 22,9 ათას თანამემამულეს, ხოლო ადგილზე დახმარება აღმოუჩინა 22 603-ზე მეტ ადამიანს.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1771)

მთავარი თემები