თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 23 ივლისს

გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 23 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, სამგორი-2 დასახლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი III მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, გახოკიძის, ბერიაშვილის და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, III მიკრორაიონების და პატარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის და სოფელი ახალდაბას მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების და წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თუმანიანის, შუშინის, მირზა შაფი ლაზახის, ბოტანიკურის, ახუნდოვის, გრიშაშვილის, გორგასლის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის, მაიაკოვსკის და დავით ყიფიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ცაიშის, რეხის, ხუდადოვის და რაულ ეშბას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, მიხაკო წერეთლის, ბარბარე ერისთავი- ჯორჯაძის, ულიანოვის, კრუპსკაიას, რიონის, მორის ფოცხისვილის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0