Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასეთ რეაქციას არავინ ელოდა – ლიზა ბაგრატიონის არაადეკვატური რეაქცია სიურპრიზზე – ვიდეო

© Facebook / Liza Bagrarioniლიზა ბაგრატიონი, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე
ლიზა ბაგრატიონი, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალ ლიზა ბაგრატიონს 46 წელი შეუსრულდა. ნახეთ რა სიურპრიზი მოუწყვეს მეგობრებმა და მეუღლემ და რა გააკეთა დაბნეულმა ლიზამ.

ლიზა ბაგრატიონი, რომელიც თანამედროვე ქართული ესტრადის გამორჩეული არტისტია, რომანტიკული და მშვიდი რეპერტუარითაა ცნობილი. მისი პირადი ცხოვრება კი დამსხვრეული ურთიერთობებითა და ხმაურიანი განქორწინებებით ხვდებოდა ყურადღების ცენტრში. ყველასათვის საყვარელი მომღერლის მესამე რჩეული 34 წლის მუსიკოსი და „რუსთავი 2”-ის მეგა-შოუ „დიდი სცენის” ჟიურის წევრი გიორგი ცაგარელია, რომელიც საზოგადოებამ სწორედ ლიზასთან ურთიერთობის შემდეგ გაიცნო.

მომღერალს 21 ივლისს 46 წელი შეუსრულდა. მეგობრებმა მას სიურპრიზი მოუწყვეს და მოულოდნელად დახვდნენ ბუშტებითა და ოვაციებით. ლიზა ძალიან დაიბნა, წამოიტირა კიდეც და, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ წინასწარ არ გააფრთხილა, მეუღლეს ყვავილების თაიგული ჩაარტყა თავში, რამაც ეს უკანასკნელი ძალიან გააოცა.

ვირტუოზთან დაახლოების შემდეგ ლიზას პირადი ცხოვრება ისევ განხილვის საგნად იქცა. მიზეზი კი ის არის, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელია. პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობენ, თუმცა ფოტოები მოწმობს, რომ მათ საერთო ინტერესები და ჰარმონიული ურთიერთობა აკავშირებთ.

View this post on Instagram

HB ❤️ @soposoposopochka

A post shared by Liza Bagrationi (@liza_bagrationi) on

პირველად ლიზა ბაგრატიონი ძალიან პატარა ასაკში დაოჯახდა. მისი პირველი რჩეული ტელესივრცეში მომუშავე გიორგი ლეონიძე იყო. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ. შემდეგ ლიზამ დაუვიწყარი და თავბრუდამხვევი სიყვარული ზაზა სინაურიძესთან დაოჯახების შემდეგ იგრძნო. მათ 25 წლის შვილი ჰყავთ. ეს ლიზას ერთადერთი ვაჟია. ბიჭს ირაკლი დაარქვეს.

View this post on Instagram

First exam!!! First Test!!! First serious challenge!!! Love u ❤️

A post shared by Liza Bagrationi (@liza_bagrationi) on

მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავს ბევრისთვის მიუღებელი პირადი ცხოვრება აქვს და მასზე ჭორ-მართალი ხშირად ვრცელდება, ამან იკაკოს და ლიზას ურთიერთობა არ დაძაბა. პირიქით, როგორც ჩანს, დედა-შვილი დიდი მეგობრები არიან. სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ იკაკო სინაურიძე დედასთან ერთად კომპანია „ბადაგონში“ მუშაობს. მანამდე ბიჭმა, რომელიც ახლა 25 წლისაა, ინგლისში კემბრიჯის უძველეს უნივერსიტეტში ჩააბარა.

ყველა ახალი ამბავი
0