Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სერგეი ლაზარევთან დღესაც გაქვს კონტაქტი?“ – ნუცა ბუზალაძის მოულოდნელი აღიარება

© courtesy of Nutsa Buzaladzeნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუცა ბუზალაძემ დუმილი დაარღვია – რუს მომღერალ სერგეი ლაზარევისა და მის ურთიერთობაზე პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა. რას წერს ახალგაზრდა არტისტი და რა ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ცნობილ შემსრულებელთან?

ნუცა ბუზალაძემ რუსულ მეგაპროექტში გამოჩენის შემდეგ რუსული ესტრადის პოპულარული მომღერლების ინტერესი გამოიწვია. ჟიურის წევრებმა ახალგაზრდა მომღერალი უმაღლესი შეფასებებითა და დიდი ოვაციებით დააჯილდოეს. მან განსაკუთრებული ყურადღება სერგეი ლაზარევისგან დაიმსახურა. მედია მათი რომანის შესახებ ინტენსიურად საუბრობდა. თუმცა, ნუცა ბუზალაძე ქართველ რჩეულთან ერთად მალევე გამოჩნდა და ყველა ჭორს ნათელი მოჰფინა. ცეცხლოვანი არტისტის შეყვარებული საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცი პატი მეზვროშვილია.

View this post on Instagram

1? 2? 3? 🧐🤓

A post shared by Nutsa Buzaladze🎶 (@nutsabuza) on

წყვილი ურთიერთობას რამდენიმე თვის მანძილზე მალავდა. Instagram-ის გამოკითხვაში კი მან სერგეი ლაზარევთან ურთიერთობაზე საჯაროდ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ სერგეი ლაზარევი ქართველი კონკურსანტის მისამართით საჯარო შექებას არ იშურებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგადად კოლეგების შექებით არ გამოირჩევა. როგორც ჩანს, სერგეი ლაზარევი ქართული სილამაზისადმი გულგრილი არ არის. რუსულ პრესაში ადრე აქტიურად წერდნენ ქეთა თოფურიასადმი რუსი მომღერლის სიყვარულის შესახებ, ასე მოხდა ნუცას შემთხვევაშიც.

როგორც ჩანს, ნუცა და სერგეი პროექტის მსვლელობისას და დასრულების შემდეგ ძალიან დამეგობრნენ. ამას ქართველი არტისტის სიტყვებიც ამტკიცებს. მან სერგეი ლაზარევთან ურთიერთობასა და დამოკიდებულებაზე საჯაროდ ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ გამოკითხვა ჩაატარა, თაყვანისმცემლების კითხვებს გულახდილად უპასუხა და ამით ფანები კიდევ უფრო მეტად დაინტერესდნენ. ნუცა ბუზალაძემ საიდუმლოს ფარდა ახადა. „ლაზარევთან დღესაც გაქვს კონტაქტი?“ – ჰკითხვა „ფოლოვერმა“ მომღერალს. ნუცა სულ რამდენიმე გულწრფელი სიტყვით შემოიფარგლა: „კი, და ძალიან მიყვარს!“

View this post on Instagram

🖤♾🖤

A post shared by Nutsa Buzaladze🎶 (@nutsabuza) on

რამდენიმე ხნის წინ ნუცამ „ფოლოვერებს“ შეყვარებულის სურათი გაუზიარა, თუმცა მამაკაცის სახე არ გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის სახე არ ჩანდა, აშკარა გახდა, რომ ნუცამ სიყვარული იპოვა. ახალგაზრდა შემსრულებელმა მეტი დამაჯერებლობისთვის სურათს გულიც დაურთო. ახლა უკვე წყვილი საჯარო სივრცეებში ერთად ჩნდება და ფოტოსესიებსაც აწყობს. აღსანიშნავია, რომ ნუცამ ბოლო ერთი წლის მანძილზე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. მომღერალმა საკუთარი სხეულის შეცვლა ინტენსიურად დაიწყო. ეს კი შეყვარებულობის პერიოდს დაემთხვა. სურათების კომენტარებში თაყვანისმცემლები ღელავდნენ, ხომ არ აქვს ახალგაზრდა არტისტს ანორექსია. მალე ნუცამ ყველას უპასუხა და აღნიშნა, რომ გახდომის მიზეზი აქტიური ვარჯიში და სწორი კვებაა. ამის შემდეგ ვნებათაღელვა დაცხრა. ბევრი ახალგაზრდა, განსაკუთრებით, ნუცას ფანები ტენდენციას აჰყვნენ და ვარჯიში დაიწყეს. თამამი გოგონა ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევა და დასახულ მიზნამდე შემართებით მიიწევს.

View this post on Instagram

Be postive, be grateful, be happy😃🐒

A post shared by Nutsa Buzaladze🎶 (@nutsabuza) on

შეყვარებულის სახის გამოჩენა ყველასთვის მოულოდნელად ნუცამ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა. მისი რჩეული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი უსიმპათიურესი ბიჭია. Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვარსკვლავმა რჩეულთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „გისურვებ მუდმივ ბედნიერებას და ცხოვრებაში დაუვიწყარ შეგრძნებებს“; „აი, ისიც... საუკეთესო წყვილი“; „როგორ გაიზარდა ჩვენი პატარა გოგო...უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებ...“ – წერენ გულანთებული თაყვანისმცემლები და წყვილის მეგობრები.

ყველა ახალი ამბავი
0