კორონავირუსის ახალი შემთხვევები – ცნობილია თუ არა ინფიცირების წყაროები

© Sputnik / Alex Shlamovმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობს 168 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 903 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორის ინფიცირების წყარო უცნობია, მიმდინარეობს ეპიდემიური კვლევა, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, ხუთი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი კი – შემოტანილი შემთხვევა. ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორს კი ვირუსი საკარანტინო ზონაში დაუდასტურდა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

ეზუგბაიას განცხადებით, დღეში 10–11 შემთხვევა – ეს საგანგაშო რიცხვი არ არის. მთავარია, ქვეყანაში შენარჩუნდეს კორონავირუსის ახალი შემთხვევების კონტროლირებადი ზრდა. მაგრამ ამისთვის დადგენილი რეკომენდაციები ყველამ უნდა დაიცვას.

„ყველა სექტორმა – სამედიცინო სექტორმა, მოსახლეობამ, თუ სხვა სექტორმა უნდა შევასრულოთ რეგულაციები და ინფექცია მკაცრად გაკონტროლდეს. თუ ასე გაგრძელდება, ქვეყანაში არ იქნება საშიშროება იმისა, რომ უმართავი გახდეს სიტუაცია. ისევ იქნება ასეთივე ზომიერი, კონტროლირებადი მატება. კოვიდი არსად წასულა, აქაა", – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის COVID–ცენტრებში 168 პაციენტი მკურნალობს.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 1 049.

ბოლო 24 საათში საავადმყოფოებიდან გაეწერა სამი პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 903 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 16 ადამიანი.

კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5692, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 275 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0