კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის კლინიკებში, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს იღებენ, 136 ადამიანი მკურნალობს.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილია – ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ორის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

გუშინ, დილით ინფიცირებულთა რაოდენობა 1003 იყო, თუმცა დღის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ამგვარად, სტატისტიკა შეიცვალა – საღამოს ინფიცირებულთა რაოდენობამ 1004-ს მიაღწია. მთლიანობაში ბოლო დღე-ღამეში ახალი სამი შემთხვევა გამოვლინდა.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსი 10 თვის ბავშვს დაუდგინდა

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, იქ 21 პაციენტი მკურნალობს. ორი სამშობლოში – თურქეთში გაგზავნეს.

„გუშინ გვყავდა 26 დადასტურებული პაციენტი, აქედან სამი გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი გადაყვანილია თავის ქვეყანაში. ჩვენ გვყავდა თურქეთიდან სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, პროგრესირება არ შეინიშნებოდა და გადაყვანილი არიან თავიანთ ქვეყანაში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოს COVID–ცენტრებში ამჟამად 136 ადამიანი მკურნალობს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 1006-ს მიაღწია.

ამასთან, კლინიკებიდან ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გაეწერა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 883-ს შეადგენს. გარდაიცვალა 15 ადამიანი.

პლუს ათი: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა>>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის 28 – სამხედრო მოსამსახურე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5640, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 244 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0