08:30 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1384)
191 0 0

დღის განმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ერთით გაიზარდა და 1004-ს გაუტოლდა

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოში დღის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებული კიდევ ერთი ადამიანი გამოვლინდა და ახლა მათი რაოდენობა 1004-მდე გაიზარდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

არ არის გამორიცხული, რომ ეს არის ათი თვის ბავშვი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალადან, რომლის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.

მისი თქმით, ბავშვი თელავის ბავშვთა პოლიკლინიკაში მკურნალობდა. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამო მედიკოსებმა ბავშვი COVID-19-ზე შეამოწმეს და ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

ამჟამად ბავშვი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად ეპიდემიოლოგები ახალი პაციენტის კონტაქტების დადგენას ცდილობენ, რათა ისინი კარანტინის ზონაში გადაიყვანონ. 11 ადამიანის ანალიზი უკვე გაგზავნილია ლაბორატორიაში. პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

დანარჩენი მონაცემები StopCov გვერდზე უცვლელი დარჩა, კერძოდ, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 873 პაციენტი, გარდაიცვალა - 15.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის 28 – სამხედრო მოსამსახურე.

ნოვოსიბირსკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები შექმნეს >>

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5640, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 244 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1384)

მთავარი თემები