13:33 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
14420

თბილისის საქალაქო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმის გამოძიებას მაისში შეუდგა. ბრალდებულის სკამზე ხუთი პირი აღმოჩნდა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია მკურნალობის კურსს გერმანიის ერთ-ერთი მოწინავე კლინიკაში აგრძელებს.

ცოტნე გამსახურდიას 2019 წლის 19 დეკემბრის ღამით თბილისში, გალის ქუჩაზე თავს დაესხნენ და რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს როგორც ცივი იარაღით, ასევე ბლაგვი საგნით. საავადმყოფოში მას იმავე ღამით ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის კვლავაც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩებოდა.

მოგვიანებით გამსახურდია მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს.

„ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი გერმანიის ერთ-ერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე ეს ეტაპიც ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით განხორციელდა, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ", – წერს ცოტნეს ძმა, გიორგი გამსახურდია Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

თბილისის საქალაქო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმის გამოძიებას მაისში შეუდგა. ბრალდებულის სკამზე ხუთი პირი აღმოჩნდა. ერთ-ერთმა მათგანმა გიორგი სოლოღაშვილმა პროცესზე ბრალი სრულად აღიარა და განაცხადა, რომ გამსახურდია მას შემდეგ დაჭრა, რაც მან უმიზეზოდ დაარტყა. მომხდარ ფაქტს წინ უსწრებდა ურთიერთობების გარკვევა, რომელიც სუფრასთან დაიწყო.

მთავარი თემები