დადგინდა თუ არა კორონავირუსის ახალი შემთხვევების ინფიცირების წყაროები

© Sputnik / STRINGERდადგინდა თუ არა კორონავირუსის ახალი შემთხვევების ინფიცირების წყაროები
დადგინდა თუ არა კორონავირუსის ახალი შემთხვევების ინფიცირების წყაროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სრულად აკონტროლებენ.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოთხივე სატვირთო ავტომობილის მძღოლია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციონისტის თქმით, ყველა ახალი შემთხვევა შემოტანილია.

ტესტი - Sputnik საქართველო
პლუს 13: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

ამ დროისთვის ქვეყნის COVID-ცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულების საერთო რაოდენობაა 999.

ბოლო დღე-ღამეში განიკურნა 13 პაციენტი და გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მთლიანად 870-ს შეადგენს. გარდაიცვალა 15 ადამიანი.

ამას გარდა, სხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილია საქართველოს 31 ინფიცირებული მოქალაქე. მათ შორისაა 28 სამხედრო მოსამსახურე. კარანტინშია განთავსებული 5001, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 219 ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0