პლუს 13: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

© REUTERS / CARL RECINEტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 999 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 870 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 999 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 870, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5001, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 219 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის 28 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

ყველა ახალი ამბავი
0