რამდენ მძღოლს-დაუფიქსირდა კორონავირუსი საქართველოში

გამოწერა
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგანაც ხუთი სატვირთო ავტომობილის  მძღოლია

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული ახალი კორონავირუსის შემოტანილი შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი წყარო სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამოცდებზე შესული აბიტურიენტების მშობლები - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა კორონავირუსზე ცხრა აბიტურიენტის ტესტების პასუხები

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგანაც ხუთი სატვირთო ავტომობილის  მძღოლია,

„ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი შემთხვევების სწორედ სატვირთოების მძღოლები არიან. თითოეული მათგანის სწრაფი იდენტიფიცირება ხდება და არ მიეცათ მათ საშუალება, ინფექციის შემდეგომი გავრცელების. ამ სისტემამ კარგად იმუშავა. 63 მძღოლია, რაც საკმაოდ დაბალი პროცენტია იმ მძღოლებისა, რომლებსაც ყოველდღიურად შემოაქვთ ტვირთი საქართველოში, სადღაც 0,2 პროცენტის ფარგლებშია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულად გაზრდილია ტესტირება.

„საზღვარზე შემოსულ სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს დაახლოებით 40 000-მდე სწრაფი ტესტი აქვთ ჩატარებული. საეჭვო შემთხვევა მოწმდება PCR-ტესტით. ბოლო 4 კვირის განმავლობაში 63 მძღოლს დაუდასტურდა კოვიდინფექცია“, - აღნიშნა  ამირან გამყრელიძემ.

ეზუგბაია: კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ცხრავე შემოტანილია >>

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 995-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა მონაცემი დღეს არ შეცვლილა და კვლავ 857-ია. გარდაცვლილია – 15. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5001, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 219 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0