07:32 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საეკლესიო კალენდარი (155)
11120

ამ დღეს, ტრადიციულად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში იკრიბებიან.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ჩაატარა და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას" – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. იგი საქართველოში ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია და წელიწადში ორჯერ — 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება. თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი წესების თანახმად, ტაძრებში მრევლმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვას.

ამ დღესასწაულის აღსანიშნავად წმინდა ნინოს გზაზე მიმავალი მომლოცველები სვეტიცხოვლობის დღეს თავის მსვლელობას ასრულებენ.

ამ დღეს, ტრადიციულად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში იკრიბებიან, რომელიც თორმეტი მოციქულის პატივსაცემად იქნა აგებული.

პატრიარქის თქმით, საქართველო ღვთის მფარველობის ქვეშაა.

„ჩვენ, როდესაც ვფიქრობთ საკუთარ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ვრწმუნდებით, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის“, – ბრძანა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

მისი თქმით, ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა და მადლობა უნდა შესწიროს უფალს.

„წმინდა მამები ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა ვერ სცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორად, თვითონ დასაჯა თავისი თავი. დღეს მოხარული და ბედნიერი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენს მორწმუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა. ეს, მე მგონი, 32-ე შემთხვევაა. 33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით, ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსთვის. ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა მოედო კორონა, სენი შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას აშოროს და ყველას მოეხმაროს, ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი", – განაცხადა პატრიარქმა.

მისი თქმით, იმ მორწმუნეებს, რომლებმაც წელს წმინდა ნინოს გზა მოილოცეს, სპეციალური დიპლომები გადაეცემათ.

თემები:
საეკლესიო კალენდარი (155)

მთავარი თემები