13:56 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1359)
183 0 0

ეს ის ცხრა ახალგაზრდაა, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ აბიტურიენტთან, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას კორონავირუსი დაუდგინდა.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. იმ ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იმყოფებდნენ, ინფექცია არ დაუდასტურდა, იუწყება „პირველი არხი“.

კორონავირუსი დაუდგინდა გოგონას, რომელიც გამოცდას 7 ივლისს აბარებდა. მან თერმოსკრინინგი წარმატებით გაიარა, მაგრამ მოგვიანებით ტემპერატურა აეწია.

კორონავირუსი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – ერთ-ერთ აბიტურიენტს ინფექცია დაუდასტურდა>>

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, ის, რომ სხვა აბიტურიენტებს კორონავირუსი არ გადაედო, მიუთითებს იმაზე, რომ უსაფრთხოების მიღებული ზომები ეფექტურია.

რაც შეეხება აბიტურიენტების გამოცდებში მონაწილეობის უფლებას, ისინი განაგრძობენ გამოცდების ჩაბარებას უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების პირობებში.

„რაც შეეხება იმ აბიტურიენტს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ის ახლა გადის შესაბამის მკურნალობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენ მისთვის წელს განმეორებითი გამოცდების დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს“, – განაცხადა გორგოძემ.

ინფიცირებულთან მყოფი ცხრავე აბიტურიენტი იზოლაციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. თვითონ გოგონას ვირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. წელს გამოცდებს 24 საგამოცდო ცენტრში აბარებს დაახლოებით 39 ათასი აბიტურიენტი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ადგილის დაკავების შემდეგ შეუძლიათ ის მოიხსნან. თითოეულ აბიტურიენტს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება.

თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიციონერს ჩართავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1359)

მთავარი თემები