წვიმამ და ქარმა დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა: ვის აუნაზღაურებენ ზარალს

© photo: Sputnik / Nika Latariaწყალდიდობა სამეგრელოში
წყალდიდობა სამეგრელოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 და 14 ივლისს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ღრუბლიანი ამინდი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებს კოკისპირულმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთში დაზიანებულია ხიდები, ჩარეცხილია შიდა გზები, ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.

ჩხოროწყუს მერიის ცნობით, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, ჩარეცხილია შიდა საუბნო გზები. რამდენიმე ადგილზე ჩამოწვა მეწყერი. სოფელ ლეწურწუმეში მეწყერის გამო ნაწილობრივ ჩამოშლილია სასაფლაოს ბეტონის ღობე.

წვიმასთან ერთად მუნიციპალიტეტს ძლიერი ქარი დაატყდა თავს. რამდენი სახლი სახურავის გარეშე დარჩა.

მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი დავით გაგუა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ქალაქ ფოთში ოთხ ქუჩაზე დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.

მთის მდინარე - Sputnik საქართველო
წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა - საქართველოში ამინდი გაუარესდება

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხონის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ მათხოჯში სანიაღვრე არხმა წყალი ვერ გაატარა, რის გამოც დაიტბორა სავალი ნაწილი. ასევე ნალექის შედეგად ქვა-ღორღით ნაწილობრივ დაიფარა სოფელ გორდისა და კინჩხის დამაკავშირებელი გზა.

ადგილზე დილიდანვე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

ხონის მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის თქმით, ამ დროისთვის გზა მთლიანად გასუფთავებულია.

როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ობუჯი, ჯღალი, საჩინო, ჭყვარელი. დაზიანებულია შიდა გზები და ხიდები, ასევე თხილის პლანტაციები და სიმინდის ყანები.

მუნიციპალიტეტებში ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 და 14 ივლისს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ღრუბლიანი ამინდი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0