ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა – ეკა კახიანის მეუღლე განცხადებას ავრცელებს

© Photo: Nikoloz Topuridze / FBნიკოლოზ თოფურიძე
ნიკოლოზ თოფურიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებამ არ იცის, რომ ხარაგაულის მერი, რომელმაც დღეს თანამდებობა დატოვა, მომღერალ ეკა კახიანის ქმარი და ნინი ბადურაშვილის მამინაცვალია.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ თოფურიძემ განცხადება „ფეისბუქის” პირად გვერდზე გაავრცელა.

თოფურიძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ტოვებს და რჩება გუნდში, გადაწყვეტილება კი რამდენიმე თვის წინ მიიღო, თუმცა გუბერნატორის თხოვნით თანამდებობას ინარჩუნებდა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ თოფურიძე ცნობილი ქართველი მომღერლისა და მსახიობის ეკა კახიანის ქმარია. წყვილს ორი უმშვენიერესი ქალიშვილი ქეთო და ანასტასია ჰყავს, და ორი საერთო შვილიშვილიც, რომელთაგან უფროსს იმედო კახიანის გარდაცვლილი ვაჟის ლადოს სახელი ჰქვია.

ეკა კახიანი - Sputnik საქართველო
ეკა კახიანის მაღალჩინოსანი ქმარი, რომელთან ერთადაც საზოგადოებაში არასდროს ჩნდება - ფოტოები

ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკოლოზ თოფურიძეზე იქორწინა.

ნიკოლოზ თოფურიძე რამდენიმე წლის წინ ბიზნესიდან პოლიტიკაში წავიდა და „ქართული ოცნების“ რიგებს შეუერთდა. საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, თოფურიძე დროის უმეტეს ნაწილს მშობლიურ ხარაგაულში ატარებს. ნიკო თოფურიძე ამ თანამდებობაზე თავის დროზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0