9 ახალი შემთხვევა და ყველა საკარანტინო სივრციდან – ვინ ჭარბობს ინფიცირებულებში

© Sputnik / Alex Shlamovმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან უმეტესობა ტრაილერის მძღოლია, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ დაინფიცირდნენ.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ყველა მათგანი საკარანტინო ზონას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან ხუთი სატვირთოს მძღოლია – ყველა მათგანს კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდგინდა.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, ამჟამად კლინიკაში 25 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამი ახალი პაციენტია.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: კვლავ ნახტომისებრი ზრდა ბოლო დღე-ღამეში

„ახალი გამოჯანმრთელებულები არ გვყავს. სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და ამ მომენტისთვის ჩვენთან 25 პაციენტი მკურნალობს. სამივე შემთხვევა შემოტანილია. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა – ორი სომხეთიდან, ერთი კი რუსეთიდან დაბრუნდა", – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის „კოვიდ-ცენტრებში" 151 პაციენტი მკურნალობს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 995-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა მონაცემი დღეს არ შეცვლილა და კვლავ 857-ია. გარდაცვლილია – 15. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5001, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 219 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის 28 სამხედრო პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0