10:35 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (155)
57210

როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" აცხადებენ, ქუთაისის აეროპორტიდან არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ Wizz air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ისტორიაში პირველად ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი ავიარეისები განხორციელდება, იუწყება "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" პრეს-სამსახური.

1 ოქტომბრიდან მგზავრები ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით ფრენას კვირაში ორჯერ შეძლებენ – ხუთშაბათს და კვირას.

აბუ-დაბის მიმართულებთ ფრენებს დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. ეს პირველი შვილობილი კომპანიაა, რომელიც Wizz Air-მა ევროპის საზღვრებს გარეთ შექმნა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ახალი არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ კომპანიას საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.

„მოხარული ვართ, რომ ავიაკომპანჰია Wizz Air-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი ჩვენი მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია. რვაწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოებას განაგრძობს. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა", — აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ავიალაინერი Airbus A321neo შეასრულებს.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (155)

მთავარი თემები