11:01 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1385)
368 0 0

ძირითადი შეზღუდვები კვლავ ძალაშია – არ შეიძლება დახურულ სივრცეში უნიღბოდ ყოფნა და მოქალაქეებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას განაგრძობს, მაგრამ, ამასთან, ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან სიფრთხილის ზომები და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

დღეიდან, 13 ივლისიდან იხსნება შეზღუდვა ღია სივრცეში მასობრივი ღონისძიებების ჩატარების შესახებ.

ქვეყნის ტერიტორიახზე კვლავ მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

– დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;

– საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია დამცავი პირბადის ტარება;

– აკრძალულია 10 კაცზე მეტის შეკრება ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე;

– ტაქსის მძღოლს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე. არ შეიძლება ორ მგზავრზე მეტის გადაყვანა, ისინი უკანა სავარძელზე უნდა განთავსდნენ.

– აკრძალულია კაზინოებისა და ტოტალიზატორების მუშაობა. დაშვებულია ონლაინ–მუშაობა;

– აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება დახურულ სივრცეში;

– ადამიანების თავშეყრის ადგილებში დაუშვებელია სპლიტ-სისტემის კონდიციონერის გამოყენება, რომელიც იღებს შენობის ჰაერს, აგრილებს და უკან აბრუნებს. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომელშიც შეთავსებულია კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს ვითარებას და მუშაობს ახალ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებზე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა 995 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 857, გარდაიცვალა – 15, კარანტინში იმყოფება 5001, ხოლო სტაციონარებში 219 პაციენტია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1385)

მთავარი თემები