კორონავირუსი საქართველოში: კვლავ ნახტომისებრი ზრდა ბოლო დღე-ღამეში

© SPUTNIK / DENIS ASLANOVლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 857 ადამიანი, გარდაიცვალა – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5001, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 219 პაციენტია.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ცხრით გაიზარდა და 995-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5001, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 219 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0