10:14 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
198 0 0

გუშინ საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ „ბრძნული ნაბიჯი“ იქნება, თუ აია-სოფიას ტაძარი სტამბულში კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. თურქეთის სახელმწიფო საბჭომ წმინდა სოფიას ტაძრის (აია-სოფია) მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, იუწყება „Sputnik–თურქეთი"

ამიერიდან აია–სოფიას ტაძარს მეჩეთის ფუნქცია ექნება. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა მანამდე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება და შესაბამისად იმოქმედებს.

მომხდარმა ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. უკმაყოფილება გამოთქვეს იუნესკოში, საბერძნეთში, რუსეთში, სხვადასხვა ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებში. თუმცა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უფლებამოსილია შეცვალოს ტაძრის სტატუსი და ის მეჩეთად აქციოს სხვა სახელმწიფოების დაუკითხავად.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს წმინდა სოფიას ტაძარი 3,7 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.

აია-სოფიას ტაძარი 537 წლის 27 დეკემბერს აკურთხეს. დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში ის იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაძარი, მაგრამ შემდეგ ოსმალეთის იმპერიის მთავარ მეჩეთად იქცა. 1935 წლიდან მას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1985 წელს იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს.

მთავარი თემები