ვინაა დამნაშავე – რატომ იტბორება ქალაქი ფოთი ყოველი წვიმის შემდეგ

© photo: courtesy of Nika Latariaწყალდიდობა ფოთში
წყალდიდობა ფოთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ ღამეს დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა საპორტო ქალაქ ფოთის მცხოვრებლებს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ფოთის მუნიციპალიტეტში. დატბორილია 10-მდე ქუჩა, მათ შორის ცენტრალური – აკაკის, ათონელის, გეგიძისა და ამირანაშვილის ქუჩები.

© photo: courtesy of Nika Latariaწყალდიდობა ფოთში
ვინაა დამნაშავე – რატომ იტბორება ქალაქი ფოთი ყოველი წვიმის შემდეგ - Sputnik საქართველო
წყალდიდობა ფოთში

ადგილობრივების თქმით, ქალაქი ყოველი უხვი ნალექისას ამ პრობლემის წინაშე დგას, რადგან ქალაქში არსებული წყალგამტარი სისტემა სრულიად უფუნქციოა და არ ხდება წყლის გადინება.

ფოთის მერია კი ამტკიცებს, რომ ქალაქში არსებული რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და ქუჩების დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

მერიის ინფორმაციით, ამ წუთებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და სატუმბი სადგურებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

„ყველა სატუმბი სადგური მუშაობს გამართულად. უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა იმ საცხოვრებელი კორპუსის ბინები, რომელზეც მიმდინარეობდა გადახურვითი სამუშაოები. ამჟამად მუნიციპალიტეტს მობილიზებული ჰყავს მთელი ძალები იმისთვის, რომ შემცირდეს მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის დათვლა“, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

© photo: courtesy of Nika Latariaწყალდიდობა ფოთში
ვინაა დამნაშავე – რატომ იტბორება ქალაქი ფოთი ყოველი წვიმის შემდეგ - Sputnik საქართველო
წყალდიდობა ფოთში

მსგავსი პრობლემის წინაშე საპორტო ქალაქი არაერთხელ დამდგარა და, მიუხედავად ძალისხმევისა, მუნიციპალურმა სამსახურებმა დატბორვის პრობლემის აღმოფხვრა საბოლოოდ ვერ შეძლეს.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0