კორონავირუსის ახალი შემთხვევები: დადგენილია თუ არა ინფიცირების წყაროები

© Sputnik / Alex Shlamovმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ეპიდემიოლოგებმა კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოახერხეს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ერთის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

რაც შეეხება ოთხ შემთხვევას, მათგან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ზოლო ერთი პაციენტი – კარანტინის ზონიდან.

ამ დროისთვის კორონავირუსზე საქართველოში 112 პაციენტი მკურნალობს.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
ქართველ სამხედროებს ავღანეთში კორონავირუსი დაუდგინდათ

ეზუგბაიამ ასევე გააკეთა კომენტარი 28 ინფიცირებული სამხედრო მოსამსახურის შესახებ, რომლებიც ვადაზე ადრე ჩამოიყვანეს ავღანეთიდან, სადაც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობდნენ. ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება გართულების გარეშე მიმდინარეობს. ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.

სამხედროები სამშობლოში გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით გამოიყვანეს. ბორტზე მათთან ერთად იმყოფებოდა ბუნდესვერის სამედიცინო პერსონალი.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა და 973-ს მიაღწია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 846 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 231 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0