სასჯელი გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო გამკაცრდა

© Sputnik / STRINGERთბილისის ბოტანიკური ბაღი
თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო გადახდილი თანხები სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე მოხვდება, ხოლო შეკრებილი სახსრები დაზიანებული გარემოს აღდგენას მოხმარდება.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოში პირები, რომელთა მოქმედების გამო გარემოს ზიანი მიადგება, ვალდებული იქნებიან, მიყენებული ზარალის შედეგები თავიანთი ხარჯით გამოასწორონ, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, რომლის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების შემსუბუქება და პრევენციის სამართლებრივი რეგულირება.

თბილისი კარანტინის დღეებში - Sputnik საქართველო
კორონავირუსი – ეკოლოგიისთვის მებრძოლი: საქართველოში ჰაერი გაიწმინდა

პროექტის თანახმად, საქართველოში არსებული ყველა საწარმო ვალდებული იქნება, შეამციროს და აღმოფხვრას გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

ახალი მექანიზმი გულისხმობს არა მხოლოდ ზარალის ფულად ანაზღაურებას, არამედ ასევე ითვალისწინებს ღონისძიებების გატარებას ზიანის შემცირებისა და აღმოფხვრის კუთხით.

მოქმედი კანონმდებლობა მთლიანად აგებული იყო გარემოსთვის მიყენებული ზიანისათვის მონეტარულ პასუხისმგებლობაზე. გარემოსთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ გადახდილი თანხა მიემართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, მაგრამ ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული ამ თანხის დაზიანებული გარემოს აღდგენის მიმართულებით გამოყენება, აღნიშნავენ მთავრობაში.

ლევან დავითაშვილი: გარემოს დაცვა სულ უფრო აქტუალური ხდება>>

ახალი კანონპროექტით, ზიანის მიყენებისთვის გადახდილი თანხები სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე მოხვდება და ის დაზიანებული გარემოს აღდგენაზე დაიხარჯება.

ამას გარდა, დადგინდა მაღალი საჯარიმო სანქციები იმ საწარმოებისთვის, რომლებიც ატმოსფერულ ჰაერს მავნე ნივთიერებებით დააბინძურებენ.

კანონპროექტს მთავრობა პარლამენტს გადაუგზავნის განსახილველად და დასამტკიცებლად.

ყველა ახალი ამბავი
0