საქართველოს თავდაცვის ძალები გერმანული წარმოების ფეხსაცმლით მოამარაგეს

© press-service of the Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედრო მოსამსახურეები
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველი სამხედროები უკვე სრულად არიან აღჭურვილი უმაღლესი ხარისხის, მსოფლიო ბრენდის მიერ წარმოებული სამხედრო ფეხსაცმელით

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების გერმანული ფეხსაცმლით მომარაგების პროცესი წარმატებით დასრულდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

მზარეული - Sputnik საქართველო
ვინ შეუდგენს მენიუს ჯარისკაცებს: თავდაცვის ძალებში შეფ-მზარეულების გადამზადება იწყება

უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების საწყობებში მაღალყელიანი სამხედრო ფეხსაცმლის მარაგები შეიქმნა და ქართველი სამხედროები უკვე სრულად არიან აღჭურვილი მსოფლიო ბრენდის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის სამხედრო ფეხსაცმელით.

„წყალგამძლე, ქარგაუმტარი და ჰაერგამტარი ფეხსაცმელი წარმოებულია ევროკავშირში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც ასევე ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ნატოს სხვა წამყვანი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ სამხედროები უმაღლესი სტანდარტის ფეხსაცმელით თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალების 29 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად არიან უზრუნველყოფილნი.

ყველა ახალი ამბავი
0