ფრთხილად, შტორმია! ზღვაში ცურვა იკრძალება

© photo: Sputnikშტორმი. ბათუმი
შტორმი. ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამაშველო კოშკურებზე დღეს, 9 ივლისს წითელი ალმებია აღმართული, რაც ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სამაშველო კოშკურებზე წითელი ალმები აღიმართა – ზღვაზე შტორმია. მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ზღვაში ცურვა კატეგორიულად აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

შტორმი 2–4 ბალს მიაღწევს, აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურში.

მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან უსაფრთხოების წესები და, ზოგადად, დაემორჩილონ მაშველების ინსტრუქციას: არ შევიდნენ წყალში ნაბახუსევზე ან ნასვამ მდგომარეობაში, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ გაცურონ ზღვაში მითითებულ ზოლს იქით და არავითარ შემთხვევაში არ შევიდნენ წყალში, როდესაც კოშკურებზე წითელი ალმებია აღმართული.

როდესაც საფრთხე გადაივლის, სამაშველო კოშკურებზე კვლავ თეთრი ალმები აღიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0