შეგიძლიათ ისუნთქოთ! საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიციონერებს ჩართავენ?

© Sputnik / Alex Shlamovავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელებში ხშირად გაისმის უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში გაუსაძლისია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მით უმეტეს, პირბადით.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შესაძლოა, კონდიციონერების ჩართვა ნებადართული გახდეს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Facebook-ზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, ღია ფანჯრების პირობებში კონდიციონერების ჩართვის რეკომენდაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც უნდა გავრცელდეს.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

საუბარია გარე სისტემებზე მომუშავე კონდიციონერებზე. შესაბამისი რეკომენდაცია ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა.

ადრე სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენება კორონავირუსის გავრცელების დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ეპიდემიოლოგებმა კონდიციონერების ჩართვა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც აკრძალეს. ამის ნაცვლად სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს დაევალათ ღია ფანჯრებით მოძრაობა, რათა ტრანსპორტის განიავება მოხდეს.

სოციალურ ქსელებში ხშირად გაისმის უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში გაუსაძლისია უკონდიციონერო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მით უმეტეს, პირბადით.

ყველა ახალი ამბავი
0