როგორი ეპიდვითარებაა იმ ხუთ ქვეყანაში, ვისთვისაც საქართველო საზღვრებს ხსნის

© photo: Sputnik / Dominic Buten / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთი
საფრანგეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიაში, საფრანგეთში, ლატვიაში, ესტონეთსა და ლიეტუვაში კორონავირუსის გავრცელების სხვადასხვა დონეა, თუმცა ყველა მათგანში მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა – ევროკავშირის ის ხუთი ქვეყანაა, რომელთათვისაც საქართველო უახლოეს დროში საზღვრებს გახსნის.

მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო
ჩიქოვანი: საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება

თუმცა, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს რიგი აუცილებელი პირობების შესრულება მოუწევთ: მათ საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის განმავლობაში თავიანთი მოგზაურობის ისტორია, ასევე სად აპირებენ კონკრეტულად საქართველოში გაჩერებას და უნდა დატოვონ თავიანთი საკონტაქტო მონაცემები.

რამდენად დიდია ამ ქვეყნებიდან ვიზიტორების მიერ კორონავირუსის შემოტანის რისკი, როგორია მათში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა?

მაგალითად, გერმანიაში, რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 397 ადამიანით გაიზარდა, რაც წინა დღესთან შედარებით (390) ოდნავ მეტია. ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერი კვლავ ბავარიაა.

ამ ქვეყანაში ინფიცირების 197 341 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 9 036 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 183 100.

საფრანგეთში მთელი პანდემიის მანძილზე კორონავირუსის 168 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია თითქმის 30 ათასი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 77 ათასი.

საფრანგეთში მეორე ტალღისთვის ემზადებიან. დღეს მასმედიაში საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექციის ხელმძღვანელის ჟერომ სალომონის განცხადება გაჩნდა, რომელმაც საზოგადოებას კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.

გასულ დღე-ღამეში საფრანგეთში კორონავირუსის 475 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ივლისს კი 1 375 იყო. სტაციონარებში მკურნალობას 61 ათასზე მეტი ადამიანი აგრძელებს, მათგან 538 მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ტურისტები - Sputnik საქართველო
რატომ არ ხსნის საქართველო საზღვრებს მეზობელი ქვეყნებისთვის? – მთავრობის არგუმენტები

ბალტიისპირეთის ქვეყნებში ეპიდვითარება შედარებით მშვიდია. ბოლო დღე-ღამეში ლატვიაში შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ტესტირება ჩაუტარდა 1763 ადამიანს.

პანდემიის პირველი დღიდან ამ დრომდე ლატვიაში 160 281 ტესტი ჩატარდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1134 ადამიანს მიაღია, გამოჯანმრთელდა 1008, გარდაიცვალა 30 პაციენტი.

დღე-ღამეში გამოვლენილი ინფიცირების და ლეტალური შემთხვევების მონაცემებით, ანალოგიური ვითარებაა ლიეტუვაში

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 845 ადამიანს აღწევს, გამოჯანმრთელდა 1545, გარდაიცვალა 79. ჯანდაცვის უწყებამ 39 შემოტანილი შემთხვევა დააფიქსირა.

ესტონეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, რესპუბლიკაში ბოლო დღეებში რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2003-ს მიაღწია. ბოლო დღეებში ლეტალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ქვეყანაში კორინავირუსით სულ 69 ადამიანი გარდაიცვალა, 1882 კი გამოჯანმრთელდა. სულ ჩატარდა 110 ათასი ტესტი.

მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო
საქართველო ხუთი ქვეყნისთვის საზღვრებს უპირობოდ ხსნის

რაც შეეხება თავად საქართველოს, ევროკავშირმა იგი იმ 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლისთვისაც საზღვრები 1 ივლისიდან გახსნა. საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალია, მონტენეგრომ და სხვა ქვეყნებმა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 963-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 841 (87,3%), ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3310, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 203 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0